17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
რუსეთი შეერთებულ შტატებს დიპლომატების დაბლოკვაში ადანაშაულებს

რუსეთი შეერთებულ შტატებს დიპლომატების დაბლოკვაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონი უარს ამბობს, ვიზების გასცეს იმ რუს დიპლომატებზე, რომლებმაც საელჩოებიდან გამოძევებული თანამშრომლები უნდა ჩაანაცვლონ.

35 რუსი დიპლომატი შეერთებული შტატებიდან შარშან დეკემბერში გააძევეს და რუსეთს დიპლომატიური კერძო საკუთრებაც ჩამოართვეს. საბაბი კი საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა გახდა.

დიპლომატების გაძევების გარდა, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს სანქციებიც დაუწესა და შავ სიაში რუსეთის სადაზვერვო და უშიშროების სამსახურებიც შეიყვანა.

დღის ამბები