17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვანილ ღონისძიებებში მონაწილეობს

დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვანილ ღონისძიებებში მონაწილეობს. საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული წელს პირველ მსოფლიო ომში შეერთებული შტატების ჩართვის ასი წლის თავს დაემთხვა, ამიტომ დონალდ ტრამპი დღესასწაულს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება.

შეერთებული შტატების პირველი პირი აღლუმზე სამხედრო ჯიპით და კავალერიის თანხლებით მივიდა, რის შემდეგაც, ტრიბუნაზე ავიდა და ცერემონიას საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან ერთად ადევნებდა თვალს.

სამხედრო აღლუმში ფრანგ სამხედროებთან ერთად ამერიკელი ჯარისკაცებიც მონაწილეობენ. ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ორი ქვეყნის მოერიშეების ავიაშოუც გაიმართა.  

აღლუმის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიცაში მიეგზავრება. ემანუელ მაკრონი ლაჟვარდოვან სანაპიროზე გასულ წელს საზეიმო ფოიერვერკის დროს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა მემორიალს მოინახულებს.

დღის ამბები