17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
თურქეთში დღეს არშემდგარი სამხედრო გადატრიალების წლისთავს აღნიშნავენ

თურქეთში დღეს არშემდგარი სამხედრო გადატრიალების წლისთავს აღნიშნავენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სამხედრო მაღალჩინოსნებმა 14 ივლისის ღამეს სცადეს.

ჯარისკაცებმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაიკავეს სტრატეგიული ობიექტები ანკარასა და სტამბოლში, შემდეგ კი იერიში მიიტანეს სამთავრობო შენობებზე.

შარშან შეტაკებების შედეგად, 250 ადამიანი დაიღუპა. ამბოხება არ შედგა, თუმცა ქვეყანაში მასობრივი დაკავებები დაიწყო. 50 ათასი კაცი კი დღესაც საპატიმროებში იმყოფება.

ამბოხების ორგანიზებაში თურქეთი შეერთებულ შტატებში მცხოვრებ სასულიერო პირს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს.

 

დღის ამბები