17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
ტერაქტი იერუსალიმში - თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

იერუსალიმში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ძველ ქალაქში, სადაც წმინდა სალოცავებია განლაგებული, სამმა შეიარაღებულმა პირმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც, მიმალვა სცადა.

თუმცა სამართალდამცველების საპასუხო სროლის შედეგად დაიღუპნენ. თავდამსხმელებმა სამი ძალოვანი დაჭრეს, მოგვიანებით, ორი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარს უკვე მიანიჭეს ტერაქტის კვალიფიკაცია.

გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელები არაბული დასახლების მკვიდრები, ერთმანეთის ნათესავები და დიდი ალბათობით, "ჰამასის" რადიკალური ფრთის წევრები იყვნენ.

ტერაქტის შემდეგ წმინდა ადგილები ყველა ტურისტსა და მომლოცველს დაატოვებინეს. სამხედროებმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს და ძველი ქალაქის ყველა შესასვლელი გადაკეტეს.

დღის ამბები