17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
"არა ოკუპაციას" - ბერშუეთში აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს

სოფელ ბერშუეთში, სადაც რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გაავლეს და 10 ჰექტარი მიწა მიიტაცეს, დღეს ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი და მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა სლოგანით ”არა ოკუპაციას” ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ამ ფორმით რუსეთის მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. მათ საოკუპაციო ზოლთან საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.

საოკუპაციო ზონაში აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ბანერიც აღმართეს. ”101 კ.მ. როკის გვირაბამდე” - ამ შინაარსის წარწერით საქართველოს მოქალაქეებმა რუს სამხედროებს საქართველოს რეალური სახელმწიფო საზღვრისკენ მიუთითეს.

საქართველოს ოკუპაციის ხაზთან დღეს, თითქმის, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი იმყოფებოდა. საოკუპაციო ზონაში მიმდინარე მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებს არ მიუღიათ.

კონფლიქტის ზონაში დღეს ამერიკის ელჩი, იან კელიც იმყოფებოდა.

დღის ამბები