17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
6 თვის შემდეგ შორენა თეთრუაშვილი და მამა გიორგი მამალაძე ერთმანეთს პირველად, სასამართლო დარბაზში შეხვდნენ

6 თვის შემდეგ შორენა თეთრუაშვილი და მამა გიორგი მამალაძე ერთმანეთს პირველად, სასამართლო დარბაზში შეხვდნენ. ციანიდის საქმის ყველაზე სკანდალურ მოწმეს, პატრიარქის მდივან-რეფერატს დღეს ყველაზე მწვავე კითხვების მოსმენა თავად დაკავებული დეკანოზისგან მოუწია.

თითქმის 5-საათიანი დაკითხვის შემდეგ თეთრუაშვილმა სასამართლო დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა. დაკითხვების დიდი ნაწილის შინაარსი მკაცრად გასაიდუმლოებულია. მცირე ინფორმაცია ყველაზე სკანდალური მოწმის ჩვენებიდან  დღეს საქმის პროკურორმა გაასაჯაროვა. ბრალდების მხარის განცხადებით შორენა თეთრუაშვილმა არ დაადასტურა, რომ დეკანოზ მამალაძეს ციანიდის შეძენა სთხოვა და ბრალდებული მღვდელი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ასევე ქორეპისკოპოსი იაკობი იყო დღეს საქმის კიდევ ერთი ხმაურიანი მოწმე, რომელიც სასამართლოში დაიბარეს. სხდომიდან გამოსული ადვოკატები ყვებიან, რომ სწორედ მისმა დაკითხვამ ჩაიარა ყველაზე დაძაბულ რეჟიმში. მღვდელმთავარი დეკანოზის ადვოკატის კითხვებმა გააღიზიანა და კამათი დაიწყო. პატრიარქის შემდეგ ყველაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირს კითხვები, თავად დეკანოზმა მამალაძემაც დაუსვა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი მამალაძის დაკავებიდან 6 თვის თავზე საპატრიარქოს წარმომადგენლები სასამართლო პროცესზე პირველად დაიკითხნენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შორენა თეთრუაშვილი რომელიც საპატრიარქოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად ითვლება, სავარაუდოდს სასამართლოში მისვლა კიდევ ერთხელ მოუწევს. ციანიდის საქმის ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატებს ის დასაკითხთა სიაში ჰყავთ შეყვანილი.

დღის ამბები