17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად მოსახლეობის შემოწმებას გეგმავს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად მოსახლეობის შემოწმებას გეგმავს. კვლევა ამერიკელი სპეციალისტების მიერ ქართულ სანელებლებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სკანდალურ დასკვნას ემთხვევა, რომელიც ადასტურებს, რომ იმ პირების ორგანიზმში, რომლებიც ამ პროდუქტს მოიხმარდნენ მძიმე მეტალის საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა.

თუმცა საქართველოში სანელებლების გარდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არაერთ პროდუქტს მოიხმარს, რომელიც რისკ ჯგუფში შედის. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ არსებობს სრული მონაცემები ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქიმიური ნივთიერების მონაცემების ​შესახებ.

სურსათისა და გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოებში დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანაში ვითარება საგანგაშო არ არის. საკვები, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ და ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, ტყვიის გარკვეულ რაოდენობას ყოველთვის შეიცავს, თუმცა მონაცემები ჯანმრთელობისათვის საგანგაშო არ არის.

დაავადების კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ მოსახლეობის კვლევა ტყვიის შემცველობაზე რამდენიმე თვეში დაიწყება.

დღის ამბები