17 მაისი 2024,   08:05
ვრცლად
ოპოზიცია კონსტიტუციაზე დიალოგისთვის მზადაა - მმართველი გუნდი პრინციპული საკითხების დათმობას არ გეგმავს

20 საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტია ხელისუფლებასთან მორიგი დიალოგის დაწყებაზე დღეს 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ შეთანხმდა. ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგისთვის ყველაზე მწვავე საკითხებზეც მზადაა და მმართველ გუნდს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისთვის მზადაა.

ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებების წინ ყველაზე პრინციპულ საკითხად მომავალი არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა რჩება. დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ  "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ოპოზიციისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ხელისუფლება პოზიციებს, დიდი ალბათობით, არ დათმობს.

მდინარაძე ასევე აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს იმედგაცრუებას „ოცნების“ ცვლილებების ტექსტი არ იწვევს.

„შენების მოძრაობის” დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი შეშფოთებულია კონსტიტუციის იმ პროექტით, რომელიც „ქართლმა ოცნებამ“ ორი მოსმენით დაამტკიცა.

შეძლებს თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებებზე კონსესუსის მიღწევას, მომდევნო კვირას გაირკვევა.

დღის ამბები