17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
საარჩევნო სიის ჩამოყალიბება - საკრებულოს „ქართული ოცნების“ 32 დეპუტატი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება

საკრებულოში „ქართული ოცნების“ მოქმედი 32 დეპუტატი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება. თბილისის მერობის კანდიდატი, კახი კალაძე გუნდის ჩამოყალიბებას იწყებს.

საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რიმა ბერაძე, კახი კალაძესთან ერთად საარჩევნო შეხვედრებში უკვე ჩაერთო. საკრებულოს კულუარებში ამბობენ, რომ ბერაძე კალაძის გუნდის წევრია და ადგილი სიაში გარანტირებული აქვს.

საკრებულოს პროპორციულ სიაში ადგილს, სავარაუდოდ, შეინარჩუნებენ თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე, გიორგი ტყემალაძე და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა სამუშია. სამომავლო გეგმებზე საუბარი არ სურს საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, ჯაბა ჯიშკარიანს და ილია ჯიშკარიანს.

სიის ფორმირებაზე მუშაობს ოპოზიციაც. კამერის წინ არ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აანონსებენ, რომ საკრებულოსთვის ახალ სახეებს ამზადებენ.

საკუთარი გუნდი არ ეყოლება მერობის კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს, თუმცა დამოუკიდებელი კანდიდატი დამოუკიდებელი მაჟორიტარების მხარდაჭერას აპირებს.

პარტიების საარჩევნო სიები, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი. ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა პროპორციულ სიასთან ერთად, მაჟორიტარი დეპუტატობის 25 კანდიდატის ვინაობაც უნდა დაასახელოს.

დღის ამბები