17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ოკუპანტებმა გორიდან 2 მწყემსი გაიტაცეს

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ წითელუბანში მოხდა.

თენგიზ კაჯილოვი და ვასილ ბოლოთაევი რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც სოფლის მიმდებარე საძოვრებზე საქონელს მწყემსავდნენ.

მომხდარის შესახებ ცნობილია ყველა შესაბამისი სტრუქტურისთვის. ოჯახს ამ დრომდე ცხინვალიდან არავინ დაკავშირებია. 

დღის ამბები