საქართველოს საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრის ანალოგი ხაშურში, ზემო სერის ტერიტორიაზე, აშენდება. ისტორიული ბანას ანალოგის მშენებლობა, რომელიც ამჟამად ტაოს ტერიტორიაზეა, დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აკურთხა.
ილია მეორეს კურთხევით ტაო-კლარჯეთში სპეციალისტები გაიგზავნენ, რომლებმაც ადგილზე ტაძრის ზუსტი ზომები აიღეს და საპატრიარქოს წარმომადგენლების განცხადებით, ისტორიული ტაძარი საქართველოში სრული სიზუსტით გაცოცხლდება.
კათალიკოს-პატრიარქთან ერთად, ტაძრის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრას დღეს ქვეყნის პრემიერიც დაესწრო.