17 მაისი 2024,   17:22
ვრცლად
ოდესაში ნატო-უკრაინის ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყო

ოდესაში ნატო-უკრაინის ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყო. მანევრები, რომელშიც 17 ქვეყნის 3 ათასზე მეტი ჯარისკაცია ჩართული, შავ ზღვაში მიმდინარეობს. წვრთნაში 30-მდე ხომალდი, ასევე 25 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობს.

სამხედროები საზღვაო ოპერაციებში, საჰაერო თავდაცვაში, წყალქვეშა ნავის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებსა და ზარალის კონტროლის ტაქტიკაში ვარჯიშობენ.

სწავლების მიზანი შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალებს შორის თავსებადობის გაძლიერებაა.

წვრთნა 1997 წლიდან იმართება. წელს ის 22 ივლისამდე გაგრძელდება. 

დღის ამბები