17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
ნიუ-იორკში ბავშვების ხოხვის ყოველწლიური შეჯიბრება გაიმართა

ნიუ-იორკში ბავშვების ხოხვის ყოველწლიური შეჯიბრება გაიმართა. რიგით მერვე კონკურსში 30-მდე პატარა მონაწილეობდა. წესების თანახმად, მათ 3 მეტრის სიგრძის მანძილი ყველაზე სწრაფად უნდა გაევლოთ.

ფინიშის ხაზთან ჩვილებს მშობლები ელოდნენ, რომლებიც შვილებს, ტრადიციულად, სხვადასხვა მეთოდით ამხნევებდნენ.

კონკურის გამარჯვებული წელს 11 თვის გოგონა გახდა, დალასიდან. პატარას დისტანციის დასაფარად მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდა.

დღის ამბები