17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ისინი დემონსტრანტებს შეტევისკენ მოუწოდებდნენ - ჩხვირკიას და ღოღობერიძის პროცესის მოწმე

11-12 მარტის ბათუმის მოვლენების ორგანიზებისათვის დაკავებული ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამარლო პროცესი უკვე 5 საათზე მეტია, მიმდინარეობს. პროცესზე მოწმეებს კითხავენ.

უკვე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, მერაბ მურმანიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მერაბ ღოღობერიძე აქციის მონაწილეებს პოლიციის შენობის შტურმით აღებისაკენ, ქვისა და სხვადასხვა საგნის გამოყენებისაკენ მოუწოდებდა.

მურმანიძე ამბობს, რომ აქციაზე ის ირაკლი ჩხვიკიასთან ერთად, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მოწოდება შეტევისკენ მისგანაც მოისმინა.

მოწმეების დაკითხვამდე ირაკლი ჩხვირკიამ და მერაბ ღოღობერიძემ შესავალი სიტყვებით მიმართეს სასამართლოს და ბრალდებას აბსურდული უწოდეს.

 

 

დღის ამბები