17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
ჰურგადაში უცხოელ ტურისტებზე თავდამსხმელი ISIS-ის მითითებით მოქმედებდა

ჰურგადაში უცხოელ ტურისტებზე თავდამსხმელი დაჯგუფება ისლამურის სახელმწიფოს  მითითებით მოქმედებდა.

ინფორმაციას ეგვიპტის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით, მედია ავრცელებს. მათი ცნობით, თავდამსხმელი მებრძოლებს ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებოდა.

გამოძიებას მომხდარის ოფიციალური ვერსია ამ დრომდე არ დაუსახელებია.

თავდასხმა პოპულარული საკურორტო ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სანაპიროზე ორი გერმანელი ტურისტი მოკლა, კიდევ 4 ადამიანი კი დაჭრა. ორივე გარდაცვლილი ქალია, დაშავებულები კი სომხეთის, რუსეთისა და ჩეხეთის მოქალაქეები არიან.

სასტუმროს ტერიტორიაზე 28 წლის თავდამსხმელმა ახლოსმდებარე ღია პლაჟიდან შეაღწია. მომხდარის შემდეგ ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

დღის ამბები