17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
მიმდინარე მშენებლობები საშუალო სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს - გეოფიზიკის ინსტიტუტის დასკვნა

გეოფიზიკის ინსტიტუტის დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრები და ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში დარღვევებით შენდება და ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში, შედეგები უმძიმესი იქნება.

გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი, ნინო წერეთელი, კურიერს უყვება, რომ ქვეყანაში მოქმედი სეისმური საშიშროების რუკა, რომელის მიხედვითაც სამშენებლო კოდები იწერება, არასწორია. შესაბამისად, მშენებლობები, რომლის ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით კი თბილისში მიმდინარეობს, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

ქვეყნის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი კურიერს უყვება, რომ დარღვევებით ქვეყანაში არამხოლოდ საცხოვრებელი და კომერციული ობიექტები შენდება, არამედ ჰიდროელექტროსადგურებიც, მათ შორისაა ნესკრაჰესიც. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომლის მდგრადობასაც სპეციალისტები ეჭვის ქვეშ აყენებენ, პანორამა თბილისია.

მშენებლობის კოდების გადამოწმება და მონაცემების განახლება მრავალი წელია, არ მომხდარა. გეოლოგები და გეოფიზიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ახალი და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული კოდები შესაძლოა, სამშენებლო ბიზნესს არ აწყობდეს, რადგან ამ შემთხვევაში მშენებლობის ხარჯები გაიზრდება. 

დღის ამბები