17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
პრემიერის მიერ გია გაჩეჩილაძის სიძისთვის გადაცემული 12 ათასი კვ.მ მიწა და შეუსრულებელი ვალდებულება

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მისი მეგობრის, მომღერალ გია გაჩეჩილაძის სიძის, გიორგი შარაშიძის, კომპანია კონსტრაქტ ვიჟენს თბილისში 12 900 კვ.მ. სახელმწიფოს კუთვნილი მიწა გადასცა. გარიგება პირდაპირი წესით აუქციონის გარეშე გაფორმდა.

გია გაჩეჩილაძის სიძემ, გიორგი შარაშიძემ, ვალდებულება აიღო, რომ ტერიტორიაზე მინა-პლასტიკის საწარმოს ააშენებდა და პრობაციონერებს დაასაქმებდა, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ საწარმოს ნაცვლად გადაცემულ მიწაზე ძროხების საძოვარია.

2016 წლის ივლისში ხელმოწერილი განკარგულებით, ტერიტორიის საფასური გია გაჩეჩილაძის სიძეს რამდენიმე ეტაპად უნდა დაეფარა, თუმცა ვალდებულება არ შესრულდა. სახელმწიფო ხაზინის ნაცვლად, გიორგი შარაშიძემ წინასაარჩევნოდ ქარულ ოცნებას 50 ათასი ლარი შესწირა.

ვალდებულებების შეუსრულებლობიდან მხოლოდ ერთი წლის თავზე ეკონომიკის სამინისტრომ უცნობის სიძეს ხელშეკრულება შეუწყვიტა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სკანდალური თემით სტუდია მონიტორის გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი დაინტერესდა.

ეკონომიკის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სწორედ სტუდია მონიტორის მიერ ანონსის გავრცელებას უკავშირდება.

გია გაჩეჩილაძის სიძე 7 კომპანიის დამფუძნებელია. მომღერალ "უცნობის" ოჯახის კომპანიას სახელმწიფოს წინაშე მანამდე ტენდერით ნაკისრი ვალდებულებები სამჯერ არ შეასრულა.

 

დღის ამბები