17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ტონობით მაზუთი თბილისის ცენტრში ნიადაგში იღვრება - თელასი ახალ ქვესადგურს აშენებს

თბილისში, დოდო აბაშიძის #10-ში, იქ, სადაც კომპანია თელასი ახალი ქვესადგურს აშენებს, ერთი კვირაა, რამდენიმე ტონა მაზუთი ნიადაგში იღვრება. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. მშენებლები კურიერის გადამღები ჯგუფის გამოჩენამ გააღიზიანა.

თელასში არ უარყოფენ, რომ დაღვრილი მაზუთის უტილიზაციას ცდილობენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მხოლოდ მშენებლობის დაწყებისას გაარკვიეს ნიადაგის დაბინძურების შესახებ. თელასში იმედი აქვთ, რომ ქვესადგურის მშენებლობისას აღმოჩენილი ნარჩენების გატანა კანონის სრული დაცვით მოხდება.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური თელასის კონტრაქტორი კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს. უწყების ინფორმაციით, მშენებარე კომპანიის დირექტორი კანონდარღვევებს აღიარებს, გარემოს დაცვის სამინისტრომ კი საქმის წარმოება დაიწყო.

სპეციალისტების თქმით, მავნე ნივთიერება საფრთხეს უქმის, როგორც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე ნიადაგს და მდინარე მტკვარს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები