17 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
საგაზაფხულო სესია დაიხურა - 43 პლენარული სხდომის დროს 32 დეპუტატს ხმა საერთოდ არ ამოუღია

მეცხრე მოწვევის პარლამენტში საზაფხულო არდადეგები დაიწყო. 43 პლენარული სხდომის განმავლობაში მმართველი გუნდის 29 და ოპოზიციური პარტიებიდან 3 დეპუტატი სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. ყველაზე მეტი გამოსვლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, ჰქონდა.  

ეკა ბესელია ლიდერობს იმ დეპუტატების სიაშიც, რომლებმაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტი საკანონდებლო ინიციატივა წამოაყენეს. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 88 დეპუტატს ინიციატივა საერთოდ არ გამოუჩენია.

ფრაქცია პატრიოტთა ალიანსიდან საკანონმდებლო ინიციატივა არც ერთ დეპუტატს არ ჰქონია, ნაციონალური მოძრაობის 6 დეპუტატიდან კი პარლამენტს ცვლილებების პაკეტი 5-მა წარუდგინა. ევროპული საქართველოს 21 წარმომადგენლიდან კი საკანონდებლო ინიციატივა 6-მა წარადგინა.  

ნეტგაზეთის მონაცემებით, ყველაზე ხშირად სესიებს არასაპატიო მიზეზით ქართული ოცნების წევრი შოთა შალელაშვილი აცდენდა. ძირითადად საპატიო მიზეზით, თუმცა 29 გაცდენა აქვს ნაციონალური მოძრაობის წევრს, კობა ნაყოფიას. მას ჩამონათვალში ევროპული საქართველოს წევრი, ზაზა კედელაშვილი, მოჰყვება. გაცდენის მიზეზად პარლამენტარები ყველაზე ხშირად „ოჯახური მდგომარეობას“ უთითებენ.

ბოლო 6 თვეში პარლამენტს ყველაზე ძვირი ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის, ვიზიტები დაუჯდა, ჯამში, 58 313 ლარი. ოპოზიციიდან ყველზე მეტი საკანონმდებლო ორგანომ დავით ბაქრაძის მივლინებებისთვის დახარჯა. ნეტგაზეთის გამოკვლევის მიხედვით, ყველაზე იაფი ევროპული საქართველოს წევრის, აკაკი ბობოხიძის, მივლინებები დაჯდა. მისი ხარჯებისთვის ბოლო 6 თვეში მხოლოდ 180 ლარი გამოიყო. 

დღის ამბები