17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ირაკლი კორძაიას თქმით, საქართველოს დატოვება უკანონო თვალთვალის და მუქარის გამო მოუხდა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი კორძაია, აცხადებს, რომ მას საქართველოს დატოვება რამდენიმე მიზეზის გამო მოუწია, მათ შორის ერთ-ერთი მის მიმართ უკანონო თვალთვალი იყო, რაც მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სასამართლო სისტემის შესახებ კრიტიკული ბლოგების გამოქვეყნება დაიწყო.

ამ თვალთვალს კორძაია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს, უკავშირებს, ვისი მეშვეობითაც, მისი თქმით, პროკურატურა მოსამართლეებს აკონტროლებს. 

„ვანო ზარდიაშვილი იყო ასეთი პერსონაჟი, მისი მეშვეობით ხდებოდა მოსამართლემდე პროკურატურის სურვილის მიტანა, რომ, როდესაც გახვალ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ოფიციალურად სასამართლოს მენეჯერი იყო, მაგრამ დიდი უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი. ეს ადამიანი დღეს არის იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ამ ადამიანის ბიოგრაფია როდესაც გავხსენი, მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ დამირეკა და მითხრა, რომ შეწუხდა ეს კაცი, უნდა ამ პრობლემის გადაჭრა. ეს პრობლემა ორგვარად უნდა გადაჭრილიყო, მე უნდა შევხვედროდი და იმ შეხვედრაზე რა ითქმებოდა, არ ვიცი. შეხვედრა არ შედგა, ან ეს ყველაფერი ჩემთვის ცუდად დამთავრდებოდა. ითქვა, რომ, თუ მშვიდობიანი შეთანხმება არ მოხდება, ვიცი, რომ ეს ადამიანი ცუდ რაღაცას მოგიმზადებს. იყო აშკარა დიდი ყურადღება, ეს იყო, ალბათ, თვალთვალი“, - განაცხადა ირაკლი კორძაიამ. 

დღის ამბები