17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
სულ მინიმუმ, ღარიბაშვილის დონეზე იყო შეთანხმებული - სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაზე

„ეს, სულ მინიმუმ, პრემიერმინისტრის დონეზე იყო შეთანხმებული,“ - ასე აფასებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი კორძაია, განსხვავებული აქცენტების ეთერში 2013 წლის დეკემბერში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ციხიდან გაყვანას.

„გადაწყვეტილებებს ასეთი მნიშვნელობის მქონე პატიმრის გაყვანის შესახებ ბუნებრივია, ვერ მიიღებდა დამოუკიდებლად ვერც დიმიტრი დარბაისელი და ვერც ფარცხალაძე. ეს, სულ მინიმუმ, პრემიერმინისტრის დონეზე იყო შეთანხმებული... ღარიბაშვილის დონეზე და იმ ადამიანების დონეზე, რომლებიც ღარიბაშვილის გარემოცვას წარმოადგენდა. ესენი არიან ჯანყარაშვილი, ზედელაშვილი და ა.შ,“ - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

მან აღნიშნა, რომ ამ ადამიანების ჩართულობით ხდებოდა ყველაფერი და ამის დასტურად საერთო მესიჯბოქს ასახელებს. მისი თქმით, მათ უნდა ეთქვათ, რომ ვიდეოჩანაწერები დღის ბოლოს ნადგურდება. მისი თქმით, ერთ დღეში არ იშლება ეს ჩანაწერები. მისი თქმით, მინისტრმა ფაქტობრივად იცრუა, რადგან „იმის შესახებ, რომ ჩანაწერი არ იშლება 24 საათის განმავლობაში, ბუნებრივია, მინიტრმა იცის“.

მისი განცხადებით, სამინისტროს ზოგიერთი მაღალჩინოსნის გარდა, ამ ფაქტის შესახებ იცოდა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა გარემოცვამ.

„იცოდა მინისტრმა, ბუნებრივია, იცოდა მისმა მოადგილეებმა, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ბუნებრივია, იცოდა ამის შესახებ თავად ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა გარემოცვამ, რომლის გარეშეც, ჯანყარაშვილის გარეშე, ასეთი გადაწყვეტილებები, მაგალითად, არ მიიღებოდა. აუცილებლად იყო ხოლმე ჩართული,“ - განაცხადა ირაკლი კორძაიამ. 

დღის ამბები