17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
თალაკვაძე კურატორობდა პატიმრების საპატიმროდან გაყვანას - ირაკლი კორძაია მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაზე

„არჩილ თალაკვაძე იყო ის ადამიანი, რომელიც მაშინ იყო სოზარ სუბარის მოადგილე და ის კურირებდა სოციალურ მიმართულებებს,“ - ეს განცხადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანმა, ირაკლი კორძაიამ, განსხვავებული აქცენტების ეთერში გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ამჟამინდელი პარლამენტარებიდან უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის კურში იყო, რადგან ის სოზარ სუბარის მოადგილე იყო 2014 წელს.

„თალაკვაძე იყო მინისტრის მოადგილე, რომელსაც შეუძლებელია, ამის შესახებ არ სცოდნოდა და თალაკვაძეს ისევე ეკითხებოდნენ ამის შესახებ ჟურნალისტები, როგორც სამინსიტროს სხვა მაღალჩინოსნებს და იძლეოდა იგივე პასუხს, რასაც იძლეოდა სოზარ სუბარი. პლუს, ამასთან ერთად თალაკვაძეს საკურატორო იყო ეს სოციალური მიმართულება, რაც შეეხება პატიმრის საპატიმროდან გაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში თუ რაღაც მიზნით, ამის შესახებ, ბუნებრივია, არჩილ თალაკვაძემ იცოდა,“ - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვიდეოჩანაწერების განადგურების შესახებ არჩილ თალაკვაძეც ინფორმირებული იყო. მან განსხვავებული აქცენტების ეთერში აღნიშნა, რომ დარბაისელის შემდეგ ოთარ ფარცხალაძე მეორე ადამიანი იყო, რომელიც ივანიშვილის გაყვანაში მონაწილეობდა.  

დღის ამბები