17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
ვუწევდი გარკვეულ ანგარიშს ამ ურთიერთობებს - ირაკლი კორძაია მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის შემდეგ საკუთარ დუმილს ხსნის

„შეიძლება ითქვას, რომ ვუწევდი გარკვეულ ანგარიშს ამ ურთიერთობებს,“ - ასე ახსნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანმა, ირაკლი კორძაიამ, განსხვავებული აქცენტების ეთერში საკუთარი დუმილი.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის შემდეგ სოზარ სუბართან პირადი ურთიერთობების გამო დუმდა. ახლა კი შეცვლილი ვითარებების გამო გადაწყვიტა საუბრის დაწყება.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემდეგ რატომ დატოვა საქართველო. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მფარველობის ან „თვალის დახუჭვის“ გამო მოხდა ეს მკვლელობა.

„დღეს მე აბსოლუტურად, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ საქმის უკან იდგა ხელისუფლება და ამ ჩემს მოსაზრებას ასაზრდოებს ის, რომ გავიდა უკვე 2 წელიწადზე მეტი და შეუძლებელია 2 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამ საქმის არ გახსნა,“ - აცხადებს ირაკლი კორძაია.

მას ეჭვებს უღრმავებს ის, რომ პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება გააჭიანურა. 

„რატომ არ მოითხოვა საქართველოს ინტერპოლმა და პროკურატურამ ხარძიანის გადაცემა ქართული მართლმსაჯულებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

„მათ გააჩნიათ ჰაერში ჩამოკიდებული საქმე და მათ გააჩნიათ ადამიანები, რომლებიც არიან ხელშეუხებლები ხელისუფლებაში,“ - აცხადებს ირაკლი კორძაია, რომელმაც დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი დღეს ხელისუფლებაში არ არის მისი გავლენები მაინც იგრძნობა. 

დღის ამბები