17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
როდესაც არ დაისაჯა ყოფილი მთავარი პროკურორი, ამან სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები გაათამამა - გიორგი მშვენიერაძე

"ფაქტი, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში მოვისმინეთ, დაუყოვნებლივ საჭიროებდა ეფექტური გამოძიების ჩატარებას, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა... თუ ჩვენ დავუშვებთ და მე პირადად მჯერა, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა, დანაშაულის ჩამდენი ან შემდგომ მის არგახსნაში ხელშემწყობი პირების თანამდებობები რთული მდგომარეობის წინაშე გვაყენებს", - ასე გამოეხმაურა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის შესახებ სასჯელაღსრულების ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი კორძაიას განცხადებებს.

გიორგი მშვენიერაძე ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის საქმეზე გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

„როდესაც არ დაისაჯა ყოფილი მთავარი პროკურორი, არ დაისაჯა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამან სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები გაათამამა“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები