17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პარლამენტს სასიკვდილო განაჩენის შემოღების შესახებ კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდებს

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პარლამენტს სასიკვდილო განაჩენის შემოღების შესახებ კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდებს. განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში არშემდგარი სამხედრო გადატრიალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

ქვეყნის პირველმა პირმა გამთენიისას პარლამენტის შენობასთან ამბოხების მცდელობისას დაღუპულთა მემორიალი გახსნა, რითიც საზეიმო ღონისძიებები დაასრულა.

15 ივლისი თურქეთში ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. ამბოხების წლისთავის აღნიშვნა გუშინ საღამოს დაიწყო. მრვალათასიანი მარშები სტამბოლსა და ანკარაში გაიმართა. მემორიალური დაფა გახსნეს ბოსფორის ხიდზეც, სადაც ამბოხებულ სამხედროებსა და მოქალაქეებს შორის შეტაკებები მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას 260 ადამიანი დაიღუპა. მომხდარში ანკარა შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ფეთულაჰ გიულენს ადანაშაულებს. მასთან კავშირში ეჭვმიტანილების მასობრივი დაკავებები და გათავისუფლებები თურქეთში დღემდე მიმდინარეობს.

დღის ამბები