17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
თურქეთში მომხდარი სამხედრო ამბოხის წლისთავი გერმანიაში მცხოვრებმა თურქებმა მასშტაბური მიტინგით აღნიშნეს

თურქეთში მომხდარი სამხედრო ამბოხის წლისთავი გერმანიაში მცხოვრებმა თურქებმა მასშტაბური მიტინგით აღნიშნეს. ასობით ადამიანმა ბერლინის ქუჩებში მარში მოაწყო და თურქეთის საელჩოსთან შეიკრიბა. დემონსტრანტებმა ამგვარად ერდოღანის პოლიტიკას დაუჭირეს მხარი და შეერთებულ შტატებსფეთულაგიულენის თურქეთში ექსტრადიციისკენ მოუწოდეს.

კრიტიკული შეძახილები ისმოდა გერმანიის ხელისუფლების მისამართიც. მომიტინგეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ რამდენიმე ქალაქში თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს რეფერენდუმის სააგიტაციო კამპანიის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

დღის ამბები