23 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
პოროშენკოს ვიზიტი - "ქართული ოცნება" სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვას გამორიცხავს 

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის წამოწევას არ გამორიცხავს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თემის აქტუალიზება პრობლემა არა სააკაშვილისთვის, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის გახდება.

მისი თქმით, მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, სააკაშვილის დევნის პოლიტიკური საფუძველი კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება.

„რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაპყრობს ხელისუფლება სააკაშვილის პოლიტიკურ დევნას, მით უფრო დამაზიანებელი იქნება ეს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. თუ ხელისუფლება შეეცდება, რომ პრობლემა გაამწვავოს, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში, რადგან ნათლად გამოჩნდება თუ რა მოტივაცია აქვს ამ დევნას,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებიც მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის წამოწევა, ქვეყნისთვის სამარცხვინო იქნება.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ უკვე მიაყენა დიდი ზიანი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს, ხელიდან გაუშვა შანსი გამოსულიყო საქართველო ერთიანი ფრონტით, რათა ჩვენი ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია მომხდარიყო საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს რაც არ უნდა გაზვიადებული იყოს სპეკულაციები პრეზიდენტ სააკაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ საკითხის დაძვრა არის უბრალოდ სირცხვილი,“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვას გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობა. „ქართულ ოცნებაში“ მოსაზარებას აბსურდულს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას.

“უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში, ნებისმიერ შემთხვევაში არ იხილავენ საკითხს მათი მოქალაქის გადაცემისა სხვა ქვეყნისადმი, თუნდაც ბევრი შეკითხვები ჰქონდეს საგამოძიებო სტრუქტურებს და ისევე როგორც საზოგადოებას სააკაშვილისადმი. ვფიქრობ, საგანგებო თემაა ჩვენი და უკრაინის მოკავშირეობის მთელი რიგი ასპექტები, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები