17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
უზნაძის ქუჩაზე მოკლულის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული - "კურიერის" ინფორმაციით მკვლელი გოგონას ბიძაშვილია

19 წლის ანა ხელაძის ცხედარი ამ დროისთვის უკვე პროზექტურაშია გადასვენებულია. სამართალდამცავებმა ფოთში მის მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია მოკლულის ბიძაშვილი, რობერტ ახალაია, რომელიც ამ დრომდე გაუჩინარებული იყო და მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. "კურიერს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, რომ რობერტ ახალაია პოლიციას თავისით ჩაბარდა და დანაშაულიც აღიარა.

სამართალდამცველები მკვლელობის ვერსიებზე არ საუბრობენ. ახალგაზრდა გოგონა ყელგამოჭრილი დღეს დეიდის სახლში იპოვეს. გოგონას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

მკვლელობის ვერსიებზე ოჯახის წევრები ვერ საუბრობენ. ნათესავები მოკლულს გოგონასაც და მის დაკარგულ ბიძაშვილსაც დადებითად ახასიათებენ, შესაბამისად, კავშირს ამ ორ ფაქტს შორის ვერ ხედავენ. ახლობლები მკვლელობის მოტივად ვინმესთან კონფლიქტს გამორიცხავენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდების ძებნა დეიდის თხოვნით მას შემდეგ დაიწყეს, რაც ერთ-ერთი დილით გამოცდაზე არ მივიდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. კრიმინალისტები ადგილზე მოძრავი ლაბორატორიით არიან მისულები და პირველად ექსპერტიზებს იქვე ატარებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები