17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
"კურიერის" ჟურნალისტების მიმართ საჯარო გინება - 212-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება

საბავშვო ბაღის თანამშრომელი ქალი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "კურიერის" ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა, ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება. ქეთევან კორძახია შვებულებაში იმყოფება და მისი საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ შვებულების დასრულების შემდეგ იგეგმება.

რა სანქციებს დააკისრებენ 212 საბავშვო ბაღის გამგის მოადგილეს საჯარო გინებაზე, ამას ბაღების მართვის სააგენტო გადაწყვეტს. თბილისის მერი დავით ნარმანია ამბობს, რომ საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო.

მიზეზი, რითაც 212-ე ბაგა ბაღის დირექტორის მოადგილე საჯაროდ გინებას ამართლებს, მიუღებელია ამავე ბაღის დირექტორისთვის. ნინო კალანდაძე ამბობს, კორძახიას პასუხისმგებლობის შესახებ მსჯელობა მას შემდეგ მოხდება, როცა ის შვებულებიდან დაბრუნდება.

ქეთევან კორძახია 212-ე ბაგა ბაღის დირექტორის მოადგილედ დაახლოებით ერთი წლის წინ დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, მას რეკომენდაცია პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაუწია.

კორძახიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ან მისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ ბაღის აღსაზრდელთა მშობლები.

212-ე ბაგა ბაღის დირექტორის მოადგილემ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენიმე დღის წინ რესტორან „ბარაკონთან“ მიაყენა, სადაც საჯარო მოხელეებისა და მერობის კანდიდატის, კახი კალაძის შეხვედრა იგეგმებოდა.

დღის ამბები