17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
სამი მომწოდებელი კომპანიის მოთხოვნა - ბუნებრივ აირზე შესაძლოა სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდოს

ბუნებრივ აირზე შესაძლოა სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდოს. ხვალ ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ თბილისსა და რეგიონებისთვის ახალი სამომხმარებლო ტარიფი უნდა დაადგინოს. სემეკს ამ მოთხოვნით სამმა მთავარმა მიმწოდებელმა კომპანიამ მიმართა თუმცა, უცნობია რამდენით ითხოვენ თავად „ყაზტრასნგაზი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“ და „საქორგაზი“ გადასახადის გაზრდას.

სამომხმარებლო ტარიფზე სემეკის დღეს მიღებული გადაწყვეტილებაც იმოქმედებს. კომისიამ გაზის ტრანსპორტირების საფასური ნახევარი თეთრით გაზარდა. კომისიის ამ გადაწყვეტილებას დღეს სხდომაზე „ლეიბორისტული პარტია" აპროტესტებდა და ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებდა.

გაზის ტარიფი რომ გაიზრდება, დარწმუნებულები არიან ენერგეტიკოსები.

გაზის ფასის შესაძლო მატებას, ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ იმ მძიმე სოციალურ შედეგებზე საუბრობდნენ, რასაც გაზის მოხმარებისთვის ფასის მატება მოსახლეობას მოუტანს.

ამ მწვავე განცხადებების შემდეგ, მმართველმა პარტიამ ოპოზიცია წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.

დღის ამბები