17 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
ალეკო ელისაშვილმა საბურთალოს ქუჩაზე საარჩევნო შტაბი გახსნა

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, საბურთალოს ქუჩაზე საარჩევნო შტაბი გახსნა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ეს იქნება მისი ერთადერთი ოფისი. მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ იქ მისვლა და თავის პრობლემებზე საუბარი.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და საარჩევნო პროგრამას თბილისელებს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

ელისაშვილის თქმით, ის საზოგადოების მხარდაჭერას ელოდება.

დღის ამბები