17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
აშშ-ის კონგრესი საშუალო და მოკლე დაშორების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის ინიციატივით გამოდის

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საშუალო და მოკლე დაშორების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის ინიციატივით გამოდის.

დოკუმენტი საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის 1987 წელს გაფორმდა, თუმცა ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ რუსეთი შეთანხმებას რეგულარულად არღვევს.

შეერთებულმა შტატებმა ხელშეკრულების დარღვევაში მოსკოვი არაერთხელ დაადანაშაულა. მათ შორის წელსაც, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია რუსების მიერ ახალი სახმელეთო ფრთოსანი რაკეტის განთავსების შესახებ. სენატის შეიარაღებული კომიტეტის წევრმა, ტომ კოტონმა, წარმოადგინა ინიციატივები, რომლებმაც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

„ერთადერთი გზა ამ ხელშეკრულების გადასარჩენად არის რუსეთისთვის იმის ჩვენება, რომ ჩვენ ამას გავეცლებით, თუ ისინი პირობებს არ შეასრულებენ,“ - აცხადებს ტომ კოტონი.

კოტონის კანონპროექტი შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულების დასაცავად არის მომზადებული, თუმცა ის გზას უხსნის პენტაგონს, რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს. 

იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მხრიდან შეთანხმების დარღვევაზე არაერთი განცხადება კეთდება, ამერიკის მხრიდან ხელშეკრულებიდან გამოსვლა არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლების დღის წესრიგში ოფიციალურად არ დამდგარა. დასავლურ მედიაში არაერთხელ აღინიშნა, რომ ხელშეკრულება ერთადერთია, რაც ხელს უშლის სრულმასშტაბიანი შეიარაღების შეჯიბრის განახლებას.

დღის ამბები