17 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
ციანიდის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა

ციანიდის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ე.წ. ციანიდის საქმის კიდევ ერთი მოწმის დაკითხვა არ შედგა. სოსო ოხანაშვილი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილი გერმანიაში იმყოფება და სწორედ ამ მიზეზით არ გამოცხადდა ის სხდომაზე.

„ჩვენ დავუკავშირდით მისი ოჯახის წევრს და დავინტერესდით, შეძლებდა თუ არა სასამართლოში გამოცხადებას და ჩვენების მიცემას, თუმცა მან უარიო განაცხადა, როგორც საქართველოში ჩამოსვლაზე, ასევე სასამართლოში გამოცხადებაზე,“ - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, პროცესზე დაიკითხნენ პატრიარქის ნათესავები. ქეთევან შიოლაშვილმა და მეუფე დიმიტრიმ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდეს დეკანოზ მამალაძესთან მათი პირადი და საქმიანი ურთიერთობების შესახებ.

„ყველა დაკითხული მოწმე მიუთითებს იმ ფაქტობრივი გარემოებებზე, რომ ნამდვილად გიორგი მამალაძეს ანგარებით განზრახული ჰქონდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა,“ - განაცხადა პროკურორმა.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი ანგარების მოტივს გამორიცხავს.

დღის ამბები