17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულმა მოვაჭრეებმა "ქართული ოცნების" სათაო ოფისთან აქცია გამართეს

ხანძრით დაზარალებულმა ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებმა ქართული ოცნების სათაო ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. დაზარალებულების მთავარი მოთხოვნა მიყენებული ზარალის დროული კომპენსაციაა.

დაზარალებულები ბოლოდროინდელ მოვლენებში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. აქციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეც შეუერთდა.

„ეს არის ერთი ჯაჭვი უბედურებისა, რასაც აკეთებს, სავარაუდოდ, პოლიტიკური ხელძღვანელობა იმიტომ, რომ ამდენი შენობის დაწვა, სადაც ერთი და იგივე სცენარი ვითარდება და კანონი არ იცვლება, რომ სავალდებულო დაზღვევა იყოს, რომ ადამიანები დაცული იყვნენ, ეს არის სიბინძურე. ეს ხალხი მოვიდა აქ, რომ იმ ბინძურ ადამიანებს, ვინც მონაწილეობს ბავშვთა სამყაროს გადაწვაში, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შეწყდეს შენობების გადაწვა,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი. 

დღის ამბები