17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ენმ-ის ოფისში ორი პირის შეჭრასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ენმ-ის დიდი დიღმის ოფისში ორი პირის შეჭრასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამ დროისთვის დიდი დიღმის ოფისთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ოფისში 2 პირის შეჭრას ოპოზიცური პარტიის წევრები ქართული ოცნების ინტერესებს უკავშირებენ. შტაბის თანამშრომლების განცხადებით, ოფისში შეჭრილმა პირებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები