17 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
პოროშენკოს ორაზროვანი პასუხი სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე და ქართული მხარის შეფასებები

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის განმავლობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ექსტრადირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს თავს არიდებს.

ქართველი მაღალჩინოსნები მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას უკრაინიდან ჯერ კიდევ 2015 წლიდან ითხოვენ. პროკურატურის მიერ 2015 წელს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებული მიმართვა უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად უპასუხოდ დატოვა.

ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ უკრაინის კონსტიტუციით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თეორიული შანსიც კი არ არსებობს.

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ორაზროვან პასუხს მის პოლიტიკურ შეცდომად აფასებს. საქართველოს ახლადდანიშნული ელჩი უკრაინაში, გელა დუმბაძე, ადასტურებს, რომ ექსტრადირებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს შორის ისევ გრძელდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ პეტრე პოროშენკოს პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე სააკაშვილის ექსტრადირება განხილვის თემა არ არის.

მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ექსტრადირების შესახებ განცხადებები პრეზიდენტ პოროშენკოს საქართველოში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გააქტიურდა. უკრაინის პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ჩამოვიდა.

დღის ამბები