17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
თბილისსა და რეგიონებში გაზის ახალი ტარიფი 20 ივლისიდან ამოქმედდება

ბუნებრივი აირის გადასახადი აგვისტოდან გაიზრდება. ბუნებრივი აირზე ფასის გაზრდა რეგიონებში სხვადასხვაგვარად მოხდა. თბილისში ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ყაზტრანგაზის აბონენტებს გაზის საფასური ნახევარი თეთრით გაუძვირა და ახალ ტარიფად 46.15 თეთრი დაადგინა.

სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ მთავრობა ყაზტრანსგაზთან იმ მემორანდუმს გააუქმებს, რომლითაც ბუნებრივ აირის გადასახადზე სუბსიდირება ხორციელდებოდა.

გაზის ტარიფი ზრდა უფრო საგრძნობი რეგიონებში იქნება. სოკარ ჯორჯია გაზისთვის ყველა რაიონში ერთი საერთო ტარიფი განისაზღვრა და ის, დაახლოებით, 57 თეთრი იქნება. ასევე 57 თეთრის გადახდა მოუწევთ საქორგაზისთვის აბონენტებსაც. ზრდა კი რაიონების მიხედვით შესაძლოა 2, 5 ან 7-თეთრიანიც იყოს.

მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან რეგიონებში ე.წ. დერეგულირებული აბონენტები. მათთვის ენერგეტიკის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე, ბუნებრივი აირის საფასურის დადგენა მიმწოდებელი კომპანიის მხრიდან ხდებოდა.

გაზის გაძვირებას დღეს აქცია-პერფორმანსიც გააპროტესტეს ლეიბორისტებმა.

წინასაარჩევნოდ „ხელისუფლების სატყუარა“ უწოდა დღეს საპარლამენტო ოპოზიციამ სემეკის გადაწყვეტილებას. ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ტარიფის კიდევ უფრო გაზრდას ვარაუდობს.

თბილისსა და რეგიონებში გაზის ახალი ტარიფი 20 ივლისიდან ამოქმედდება და ახალი ტარიფები ქვეყნის მასშტაბით 2018 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები