17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
მიუღებელია საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით რუსთავი2-ს პასუხობს

"შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია "მწვანე ბანერის" აღმართვა საქართველოს რეგიონების: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ," - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა წერილობით უპასუხა რუსთავი2-ის შეკითხვას სოფელ ბერშუეთთან ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და კვლავ გამოხატა საკუთარი პოზიცია.

წერილში ხაზგასმულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა. 

"შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია "მწვანე ბანერის" აღმართვა საქართველოს რეგიონების: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, რადგან ის ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს, ასევე, ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს და ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსთავი2-ისთვის მიწერილ წერილში.

დღის ამბები