17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
ჩადებაც არ ყოფილა, მე მხოლოდ ფურცელი ვნახე - ნარკოდანაშაულში ბრალდებული, ბაჩო სირაძე

„დაკავებაც არ მომხდარა, პრინციპში ჩემი გატაცება მოხდა,“ - ასე აფასებს ნარკოდანაშაულში ბრალდებული, ბაჩო სირაძე, მისი დაკავების ფაქტს არჩევანის ეთერში.

ბაჩო სირაძე აცხადებს, რომ თავდაპირველად სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას არ ელოდა.

ბაჩო სირაძე აღნიშნავს, რომ ციხეში არიან მსგავსი ბრალდებით დაკავებულები და ასეთი პრობლემა მათაც აწუხებთ და სამართალდამცავების მხრიდან ნარკოტიკების ჩადების შედეგად იხდიან სასჯელს.

„ჩადებაც არ ყოფილა, მე მხოლოდ ფურცელი ვნახე, რომ მითხრეს, რომ ეს ნარკოტიკული ნივთიერება შენ გქონდაო, თან 3 დღის მერე,“ - აცხადებს ბაჩო სირაძე.

ბაჩო სირაძე მისი დაკავების მომენტს იხსენებს და აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა მანქანით წაიყვანეს და არაფერი ნარკოტიკებზე არ უთქვამთ. მისი თქმით, პოლიციელებს ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, მესამე დღეს კი გამომძიებელმა განუცხადა, რომ ბუპრომორფინი აღმოუჩინეს.

„მე ვითხოვდი, რომ ჩემი ოჯახისთვის ან ადვოკატისთვის დაერეკათ... არანაირი რეაგირება არ მიიღეს, რომ დაერეკათ ჩემთან ოჯახში,“ - განაცხადა ბაჩო სირაძემ.

სირაძე აცხადებს, რომ ვერ ხსნის, რა ნიშნით შეარჩიეს სამართალდამცავებმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნით ადრე, გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებულს საზღვარზე არ უშვებდნენ და საქართველოს დატოვებას სთხოვდნენ. ბაჩო სირაძე აღნიშნავს, რომ სწორედ ამის შემდეგ დააკავეს მისი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით.

„5 დღის ადრე ანალოგიურად მოვიდა 20 პოლიციელი, იყო საქმე აღძრული იარაღზე, ვითომ, მე იარაღი მქონდა. მე ვიმყოფებოდი მაგ დროს თანამშრომლებთან ერთად... ითხოვდნენ, რომ განყოფილებაში გადავეყვანე,“ - განაცხადა ბაჩო სირაძემ. 

მისი თქმით, პროკურატურა საქმის კურსში ჩააყენა ყველა იმ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომლებმაც, მისი თქმით, ნარკოტიკები ჩაუდეს. თუმცა, სირაძე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით საქმე არ აღძრულა.

დღის ამბები