17 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
გაჩერებისთანავე მთხოვდნენ, მეთანამშრომლა, ვიღაცისთვის ხელი დამედო - გიორგი გიორგანაშვილი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ბრალდებით დაკავებული მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა," გადაცემა არჩევანში საზოგადოების ფართომასშტაბიან მხარდაჭერაზე საუბრობს. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, სასამართლოს „საზოგადოებისთვის ანგარიშის გაწევა მოუწია“.

„ბახალა“ მისი დაკავების მომენტს იხსენებს და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა ჩაუდეს.

გიორგანაშვილი აცხადებს, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება მის თვალწინ ამოუღეს.

„მცდარი ვარაუდების და წარმოდგენების მოხდა ჩემს შემთხვევაში. გაჩერებისთანავე მთხოვდნენ, მეთანამშრომლა, ვიღაცისთივს ხელი დამედო. სავარაუდოდ იფიქრეს, რომ მსახიობი კაცია, უცბად შევაშინებთ, გატყდება, გამოგვყვება,“ - განაცხადა გიორგანაშვილმა.

მისი თქმით, იყო მუქარა, რომ „თუ არ ითანამშრომლებდა, ცუდ დღეში აღმოჩნდებოდა“.

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბახალას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა ედება ბრალად, თუმცა თავად გიორგანაშვილი ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკი სამართალდამცველებმა ჩაუდეს და გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.

დღის ამბები