17 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
სასამართლოს სტანდარტი ერთი-ორად აღემატება პროკურატურის და პოლიციის სტანდარტებს - "ბახალას" ადვოკატი

"ბახალას" ადვოკატი, გიორგი მახარაძე, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არჩევანის ეთერში საუბრობს.

ადვოკატი აცხადებს, რომ არსებული მტიკიცებულებები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების უდანაშაულობას ადასტურებს. მისი თქმით, დაკავების დროს ვიდეოჩანაწერი არ არსებობს, რომელიც უტყუარი მტკიცებულება იქნებოდა.

„ეს ტენდენცია, რაც ბოლო დროს სასამართლოში შეინიშნება, ცალსახად ძალიან ოპტიმისტურად განაწყობს საზოგადოებას, ძალიან მისასალმებელია და სასამართლოს სტანდარტი ერთი-ორად აღემატება, ვთქვათ, იგივე, პროკურატურის და პოლიციის სტანდარტებს ამგვარ საქმეებზე,“ – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

ადვოკატი აცხადებს, რომ საზოგადოებრივმა პროტესტმა განაპირობა მსგავსი დამოკიდებულება.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ არსებით სხდომებზეც უკვე და განაჩენის გამოტანის ეტაპზეც სასამართლო სტანდარტით იხელძღვანელებს, რა სტანდარტითაც აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე იხელმძღვანელეს,“ - აცხადებს გიორგი მახარაძე.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე სასამართლოს მხრიდან პოზიტიური განაჩენის მოლოდინი აქვს. მან აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის არგუმენი, რომ დაეყრდნონ პოლიციელების ჩვენებას, ის უნდობლობას უცხადებს მათ ჩვენებებს.

დღის ამბები