17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
მოახლოებული არის არჩევნები და ხალხის განწყობაზე თამაშობენ - დავით ხარშილაძე მის გათავისუფლებაზე საუბრობს

ქრონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის, შვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლეს, გადაცემა არჩევანში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულთა ბევრს მსგავს შემთხვევაზე საუბრობს, რომელთაც, მისი თქმით, ნარკოტიკი ჩაუდეს.

ხარშილაძის თქმით, საზოგადების მხრიდან დახმარებას ასეულობით დაკავებული ადამიანი ელოდება.

დავით ხარშილაძე მის დაკავებას ელისო კილაძის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

დავით ხარშილაძე ბოლო დროს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულთა გათავისუფლებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.

„მოახლოებული არის არჩევნები და ხალხის განწყობაზე თამაშობენ. მეორე მიზეზი არის ის, რომ სასამართლო სისტემაში დაიწყო გაჯანსაღების პროცესი და იმედია, ეს პროცესი გაგრძელდება,“ - განაცხადა ხარშილაძემ.

ხარშილაძე ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ერთმა ნაწილმა დადებითი გავლენა მოახერხა მათ გათავისუფლებაზე.

მისი თქმით, ხელისუფლებაში ორი ჯგუფია, ერთი რომელიც დასჯას ემხრობა და მეორე, რომელიც დაკავებულების მხარესაა.

„როგორც ჩანს, ახალგაზრდულმა ნაწილმა მოახერხა, რომ დროებით მაინც მნიშვნელოვანი პატარა გამარჯვება მოეპოვებინა,“ - აღნიშნავს ხარშილაძე.

ხარშილაძის თქმით, „სამართალდამცავი აუცილებლად უნდა დასაჯონ“.

დღის ამბები