17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც არსებობს პოლიციაში, არ არის ახალი - გურამ იმნაძე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, გურამ იმნაძე, გადაცემა არჩევანში ბოლო დროს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულთა შესახებ საუბრობს.

გურამ იმნაძე აცხადებს, რომ სამინისტროში არ არსებობს ხედვა, თუ როგორ უნდა მოიქცეს და რა რეაგირება ჰქონდეს პრობლემაზე.

„დადებითად უნდა შევაფასოთ სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები, თუკი ის ეხება ადამიანის გათავისუფლებას,“ - აღნიშნა იმნაძე.

იმნაძის თქმით, დიდი ხანია, ქვეყანა სამართალდამცავ სისტემაში არსებული პრობლემების წინაშე დგას და ეს არ არის ახალი პრობლემა.

„ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც არსებობს პოლიციაში, არ არის ახალი. ამ კუთხით ჩვენ დიდი ხანია, ვითხოვთ ეფექტური მექანიზმების გაჩენას ქვეყანაში, რომ რეაგირება ხდებოდეს პოლიციის მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე,“ - აცხადებს იმნაძე.

გურამ იმნაძის თქმით, „იმხელა ნდობის დეფიციტი აქვს პოლიციას საზოგადოებაში, რომ ნებისმიერ საქმეზე ეჭვი უკვე ლეგიტიმურია, რომ ხომ არ იყო გარკვეული დარღვევა პოლიციის მხრიდან". 

 

 

 

 

დღის ამბები