17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
მოიკითხეთ, სიგუას მიერ რამდენი ახალგაზრდა არის გამწარებული - მიმართვა მმართველი გუნდის წევრებს

მიხეილ თათარიშვილის მამა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრს, ლევან კობერიძეს, მიმართავს და აცხადებს, რომ პარლამენტარებმა კონკრეტულ მაგალითებს უნდა მიაქციონ ყურადღება, რაზეც კობერიძემ უპასუხა, რომ სასამართლო პროცესებს აკვირდებიან და ამ ეტაპზე გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

ლევან კობერიძის განცხადებით, სწორედ გადაწყვეტილებების შემდეგ გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს.

არჩევანის ეთერში ლადო თათარიშვილმა აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომელი, სიგუა კურირებს ნარკოტიკების ჩადებას რამდენიმეკაციან ჯგუფთან ერთად. 

„მოიკითხეთ, სიგუას მიერ რამდენი ახალგაზრდა არის გამწარებული, ცხოვრებაში გზააბნეული, დაუკარგეს ყველაფერი, რამდენი ახალგაზრდაა სიგუას და მისი ჯგუფის მიერ ამ დღეში, თქვენ თვითონ მოიკითხეთ,“ - აცხადებს ლადო თათარიშვილმა.

„აუცილებლად მოვიკითხავთ,“ - უპასუხა ლევან კობერიძემ. 

 

დღის ამბები