17 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
ხელისუფლება, რომელსაც ვადა გასდის, რეალური ცვლილების გამკეთებელი არ არის - ენმ-ის წევრი, გია ჭანტურია

ნაციონალური მოძრაობის წევრი, საკრებულოში დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გია ჭანტურია, დეკრიმინალიზაციის პროცესზე არჩევანის ეთერში საუბრობს.

„მსუბუქი ნარკოტიკების შემთხვევაში რეალური დეკრიმინალიზაცია არის აუცილებელი. რაც შეეხება მომხმარებლის და რეალიზატორის გარჩევას, ამას სხვანაირად უნდა ახერხებდეს კანონმდებლობა,“ - აცხადებს გია ჭანტურია.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება არჩევნების გავლენაა. ის ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს შერბილებული პოლიტიკაც წინასაარჩევნო პროცესის ნაწილია. 

„ხელისუფლება, რომელსაც ვადა გასდის და მისი პოპულარობა უკან-უკან იხევს საკმაოდ დიდი ნაბიჯებით, არანაირი რეალური ცვლილების გამკეთებელი არ არის. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნოდ,“ - განაცხადა გია ჭანტურიამ.  

 

 

დღის ამბები