17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლება ვერ ემშვიდობება რეპრესიულ იარაღს - ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო.

ელენე ხოშტარია არჩევანის ეთერში მთავარ პრობლემებზე საუბრობს.

„პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლება ვერ ემშვიდობება რეპრესიულ იარაღს და ნება არ არის იმის, რომ ამ რეპრესიულ იარაღს დაემშვიდობოს. ანუ პრობლემა კიდევ უფრო ღრმა არის,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარია სისტემურ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუკი ქვეყანა „რეპრესიულ იარაღს არ დაემშვიდობება, ვერანაირი საკანონმდებლო ცვლილებები ვერ უშველოს“.

ხოშტარიას ამის მაგალითად რეპერების საქმე მოაქვს.

„გავლენა სასამართლოზე, მათ შორის, მოახდინა იმან, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც თქვეს ბერამ და კალაძემ, რომ არა, კარგი ბიჭები არიან და ერთ დღეში სასამართლომ შეცვალა გადაწყვეტილება. ზუსტად აქ ჩანს, რომ ამ სასამართლო ზუსტად ხელისუფლების ნებართვით ან ისე ატრიალებენ ან ასე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია მძაფრი საზოგადოებრივი რეაქციის მნიშვნელობაზე საუბრობს და აქვე კვირას, 20:00 საათზე აქცია დააანონსა.

დღის ამბები