17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
შსს-ს არ უნდა რეპრესიული ბერკეტების დათმობა - ზურაბ ჯაფარიძე

„ნარკოპოლიტიკა, ცხადია, რომ რადიკალურად არის შესაცვლელი,“ - ასე აფასებს ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარე, ზურა ჯაფარიძე, ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას.

არჩევანის ეთერში ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მას ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არა აქვს.

„ცხადია, არანაირი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია, სასამართლომ მიიღო თავის დროზე, როდესაც დატოვა წინასწარ პატიმრობაში რეპერების საქმე იქნება თუ სხვა საქმეები და შემდეგ როდესაც იყო საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია, ამან გამოიწვია ის, რომ სასამართლომ მიიღო განსხვავებული ინსტრუქცია და შემდეგ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან ადამიანები,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ სამინისტრო, პარლამენტარების ნაწილის მსგავსად, ნარკოპოლიტიკის შეცვლის მომხრე არ არის. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა იმ რეპრესიული ბერკეტების დათმობა, რომელიც მთ აქვთ,“ - ამბობს ჯაფარიძე და განმარტავს, რომ უწყება ამას პოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებს. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ შეძლო და ჩადებასთან დაკავშირებული დისკუსია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე მსჯელობაზე გადაიტანეს. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ სისტემა შესაცვლელია.

"კონკრეტული შედეგი, რაც უნდა მიგვეღწია ჩვენ ყველას, საზოგადოებას, ჩვენი ზეწოლით არის ის, რომ კონკრეტული ადამიანები, მაგალითად, რეპერების საქმეში, ვინც ფიგურირებდნენ, ვინც ბრძანება გასცა, ეს ადამიანები უნდა დასჯილიყვნენ. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, მიღებული ყოფილიყო," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

დღის ამბები