15 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებისთვის უკრაინასთან მოლაპარაკებას განაგრძობს

საქართველო მთავარმა პროკურორმა უკრაინის მთავარ საგამოძიებო უწყებას მიხეილ სააკაშვილის საქმის მასალები გადაუგზავნა. ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაკავებისა და საქართველოსთვის მისი გადმოცემის შესახებ მოლაპარაკება თბილისსა და კიევს შორის ამ დრომდე მიმდინარეობს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით ბოლო ორი წლის განმავალობაში უკრაინას ორჯერ მიმართა და უარი მიიღო. ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ მთავარი სამართლებრივი დაბრკოლება, უკრაინის კონსტიტუციაა, რომელიც ქვეყნის ძალოვან უწყებას უკრძალავს მისი ქვეყნის მოქალაქე სხვა სახელმწიფოს გადასცეს.

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თემაზე, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი ორჯერ გააკეთა და ორივე მისი განცხადება ორაზროვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კონსტიტუცია პეტრო პოროშენკოს მისი ქვეყნის მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას უკრძალავს, მან პირველ არხთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მოხდეს.

დღეს თავად მიხეილ სააკაშვილს, მისი შესაძლო ექსტრადირების თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები