17 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
კვიციანის გამოკითხვა ვანო ჯავახიშვილის ლიკვიდაციის საკითხზე - ადა მარშანია კოლეგას ინტერვიუს მიცემას უშლის

„საქართველოს პატრიოტების” წევრს ემზარ კვიციანს, დაკითხვის დეტალებზე საუბრის საშუალება მისივე თანაგუნდელმა, ადა მარშანიამ არ მისცა. სოციალურ ქსელში გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადების გამო, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი დეტექტივმა დღეს დაკითხა. ვანო ჯავახიშვილის ლიკვიდაციის შესახებ, ემზარ კვიციანმა facebook-ის საკუთარ გვერდზე რამდენიმე დღის წინ დააანონსა. საქმეზე უკვე გამოიკითხა, რეიტინგული შოუს წამყვანი ვანო ჯავახიშვილიც.

სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მუქარის შემცველი განცხადების გამო, თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორი იმყოფებოდა. გია კორკოტაშვილმა და მისმა უფლებადამცველმა სამ საათიანი გამოკითხვის შემდეგ მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გააკეთეს.

გია კორკოტაშვილისა და მისი თანაგუნდელებმა, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელს სოციალურ ქსელში საჯარო შეურაცხყოფა მიაყენეს და ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ.  

საქმეზე ძიება სისხლის სამართლის 151-ე, მუქარის მუხლითაა აღძრული.

დღის ამბები