17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
ზაზა გაბედავა ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეს დაემუქრა

„იბერიულ-კავკასიური მოძრაობის" გამგეობის თავმჯდომარე ზაზა გაბედავა "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეს თამარ კაკაბაძეს დაემუქრა. დეტალებზე დღეს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ისაუბრა.

“ ჩვენი ახალგაზრდულის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ფიზიკური განადგურებით და ოჯახის ამობუგვით.  ჩვენ აქ ძაან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის რუსეთის მიერ მართული ფაშისტური ჯგუფები და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები“ - განაცხადა  ელენე ხოშტარიამ.

პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის თამარ კაკაბაძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა და ამას ყველა ერთად უნდა შევეწინააღმდეგოთ.  

“ეს არ არის ერთი პერსონის პრობლემა და პრობლემა არ არის ის, რომ  კონკრეტულად მე დამემუქრა ზაზა გაბედავა, ან ვინც არ უდნა იყოს სხვა. მე ვარ პოლიტიკური პარტიის წევრი და გაცილებით მეტად ვარ დაცული, ვიდრე ძალიან ბევრი ქალი ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ თუნდაც მე შემიძლია გავახმაურო ეს ამბავი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კვირას 08:00 საათზე შევიკრიბოთ აღმაშენებლის გამზირის და თამარ მეფის კვეთაზე და მოძალადე ჯგუფებს, ფაშისტურ ჯგუფებს, წახალისებულს ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ მეტნი და ისინი ვერასდროს დაამკვიდრებენ ფაშიზმს საქართველოში,“ - განაცხადა კაკაბაძემ.

დღის ამბები